Belive

FORBES-მა წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
პრესტიჟულმა ამერიკულმა გამოცემა Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა განახლებული სია გამოაქვეყნა. ისტორიაში პირველად, FORBES-ის სიას სათავეში "ბარსელონას" კაპიტანი ლიონელ მესი ჩაუდგა. ის წელიწადში $127 მილიონს იღებს, რომელთაგანაც 35 მილიონი სპონსორებისგანაა. მესი ბოლო 19 წლის განმავლობაში მხოლოდ მე-4 სპორტსმენია, ვინც მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადის "ტიტულს" ფლობს. ამ წლების განმავლობაში ასეთები იყვნენ: ტაიგერ ვუდსი (გოლფი) - 12-ჯერ, ფლოიდ მეივეზერი (პროფესიული კრივი) - 4-ჯერ და კრიშტიანუ რონალდუ (ფეხბურთი) - 2-ჯერ. მესიმ პირველ ადგილზე მეივეზერი შეცვალა, რომელსაც ბოლო 12 თვე არსად უასპარეზია. პირველ სამეულში კი ყველა ფეხბურთელია. მეორეზეა კრიშტიანუ რონალდუ $109 მილიონით, მესამეზე კი ნეიმარი - $105 მილიონით. FORBES-მა ეს სია პირველად 1990 წელს გამოაქვეყნა. სიის პირველ სამეულში ფეხბურთელები კი პირველად მოხვდნენ. სიის პირველი ათეული კი ასე გამოიყურება:
  1. ლიონელ მესი (ფეხბურთი) - 127 მილიონი დოლარი.
  2. კრიშტიანუ რონალდუ (ფეხბურთი) - 109 მილიონი დოლარი.
  3. ნეიმარი (ფეხბურთი) - 105 მილიონი დოლარი.
  4. საულ ალვარესი (კრივი) - 94 მილიონი დოლარი.
  5. როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი) - 93.4 მილიონი დოლარი.
  6. რასელ უილსონი (ამერიკული ფეხბურთი) - 89.5 მილიონი დოლარი.
  7. აარონ როჯერსი (ამერიკული ფეხბურთი) - 89.3 მილიონი დოლარი.
  8. ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი) - 89 მილიონი დოლარი.
  9. სტეფ კარი (კალათბურთი) - 79.8 მილიონი დოლარი.
  10. კევინ დურანტი (კალათბურთი) - 65.4 მილიონი დოლარი.

სხვა სტატიები