Belive

FourFourTwo-მ რონალდუ მანჩესტერ იუნაიტედის 10 საუკეთესო ფეხბურთელს შორის არ შეიყვანა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრიტანულმა ჟურნალმა, FourFourTwo-მ ,,მანჩესტერ იუნაიტედის'' ყველა დროის 50 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. ტოპ ათეულში ვერ მოხვდა კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც ინგლისურ კლუბში გასულ წელს დაბრუნდა. პორტუგალიელმა რეიტინგში მე-12 ადგილი დაიკავა. როგორც გამოცემა წერს, ამის ერთადერთი მიზეზი ის არის, რომ კრიშტიანუმ კარიერის საუკეთესო წლები სხვა გუნდში გაატარა. FourFourTwo-ს ვერსიით, ,,იუნაიტედის'' ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი რაიან გიგზია. სამეულში, ასევე, ბობი ჩარლტონი და ჯორჯ ბესტი მოხვდნენ. მანჩესტერ იუნაიტედის ყველა დროის 10 საუკეთესო ფეხბურთელი FourFourTwo-ს ვერსიით:
  1. რაიან გიგზი
  2. ბობი ჩარლტონი
  3. ჯორჯ ბესტი
  4. ბრაიან რობსონი
  5. ერიკ კანტონა
  6. დენის ლოუ
  7. დანკან ედვარდსი
  8. პეტერ შმეიხელი
  9. უეინ რუნი
  10. პოლ სქოულზი

რონალდუს ანგარიშზე ,,მანჩესტერ იუნაიტედის'' მაისურით ჩატარებულ 330 შეხვედრაში 142 გოლი და 71 საგოლე გადაცემაა. პორტუგალიელს ,,წითელ ეშმაკებთან'' კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

სხვა სტატიები