Belive

FRANCE FOOTBALL - ივნისში კურჟავა არსენალში გადავა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"პსჟ-ს" მარცხენა მცველი ლეუინ კურჟავა მოლაპარაკებას აწარმოებს ლონდონის "არსენალთან". ფრანგ მცველს კონტრაქტის ვადა მიმდინარე ზაფხულში ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. ცნობილ გამოცემა "FRANCE FOOTBALL-ზე" დაყრდნობით ვიგებთ, რომ მონაკოს ყოფილი ფეხბურთელი ივნისში სრულიად უფასოდ "მეთოფეთა" წევრი გახდება. კურჟავა ფრანგულ გრანდში 2015 წლიდან ასპარეზობს და საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებასაც ტოვებს, თუმცა მას ყოველთვის ჰყავდა კონკურენტი და ვერასდროს ახერხებდა მუდმივად ძირითად შემადგენლობაში ყოფნას. ლონდონელებს კი ასეთი გამოცდილი ფეხბურთელი ნამდვილად სჭირდებათ. "არსენალი" ფრანგს 5 წლიან კონტრაქტს სთავაზობს, რაც ფეხბურთელისთვის სავსებით მისაღებია. ტრანსფერის თაობაზე ორივე მხარე თანახმაა. ამჟამად პარიზელთა მარცხენა ფლანგი  ხუან ბერნატს აქვს ჩაბარებული და კურჟავასთვის ესპანელთან კონკურენცია გადამწყვეტი აღმოჩნდა. მონაკოს ყოფილი ფეხბურთელი ივნისში ლონდონს მიაშურებს.

სხვა სტატიები