Belive

france football-მა ნომინანტთა მესამედი გაასაჯაროვა 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
2019 წლის "ოქროს ბურთის" 30-კაციანი სიიდან "ფრანც ფუტბოლმა" მეორე ხუთეულიც ცნობილი გახადა. ნომინანტთა შორის ამომავალი ფრანგი ვარსკვლავი, კილიან მბაპე ("პსჟ"), ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ინგლისელი მარჯვენა მცველი, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი ("ლივერპული"), ტალანტთა ახალი ჰოლანდიური ტალღის ერთ-ერთი სანიმუშო წევრი, დონი ვან დე ბეეკი ("აიაქსი"), გოლების გაბონელი მანქანა, პიერ-ემერიკ ობამეინაგი ("არსენალი") და "ბარსელონას" მხსნელი, გერმანელი მეკარე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი არიან. საოცარია, რომ 20 წლის ასაკში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სიაში უკვე ზედიზედ მესამედ მოხვდა, ისევე როგორც პრემიერლიგის წინა სეზონის საუკეთესო ბომბარდირი, მაშინ როცა დანარჩენი სამისთვის 30-ეულის კარი კარიერაში პირველად გაიღო. ამრიგად, უკვე ცნობილია ნომინანტთა ერთი მესამედი, სადაც "აიაქსის" და "ლივერპულის" ფეხბურთელები დომინირებენ.  
Golden Ball: Kylian Mbappé, Trent Alexander-Arnold, Donny van Beek, Pierre-Emerick Aubameyang and Marc-Andre Ter Stegen appointed.

სხვა სტატიები