Belive

გაბალას მწვრთნელი: "დინამო თბილისი ძალიან სერიოზული მეტოქეა"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევროპა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში “დინამო თბილისი” ხვალ სტუმრად “გაბალას” დაუპირისპირდება. აღნიშნულ შეხვედრამდე აზერბაიჯანული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, სანან გურბანოვმა პრესკონფერნეცია გამართა. "დინამო თბილისი" ძალიან სერიოზული მეტოქეა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ჩვენი პირველი ოფიციალური მატჩი იქნება ამ სეზონში. წინასასეზონო მზადებისას რამდენიმე კარგი შეხვედრა ჩავატარეთ. ქართული გუნდი ეროვნულ ჩემპიონატში კარგ მდგომარეობაშია და შესანიშნავი პერიოდი უდგას. ხვალ ურთულესი დაპირისპირება იქნება, "გაბალა" კი მოედანზე მოსაგებად გავა. დავაკვირდი გუნდის თამაშს და შემიძლია ვთქვა, რომ "დინამოს" სწრაფი და ჭკვიანი ფეხბურთელები ჰყავს. გამოვარჩევდი ლევან შენგელიას," - თქვნა სანან გურბანოვმა.

სხვა სტატიები