Belive

გაბი: "ატლეტიკოსგან გოდინი კონტრაქტის გახანგრძლივებას იმსახურებს"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "ატლეტიკოს" ყოფილმა კაპიტანმა, გაბი ფერნანდესმა დიეგო გოდინზე ისაუბრა. გოდინს მიმდინარე სეზონის ბოლოს მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი უმთავრდება და გადაწყვეტილი აქვს "ატლეტიკოს" დატოვება. გაბის აზრით, გუნდმა ურუგვაელ მცველს კონტრაქტი კიდევ 3 წლით უნდა გაუხანგრძლივოს, რადგან ის ამას იმსახურებს. 32 წლის გოდინი კარგ სათამაშო კონდიციაშია და უმაღლეს დონეზე ირჯება.
"დიეგო იმსახურებს კონტრაქტის გახანგრძლივებას. ის უმაღლეს დონეზე თამაშობს და ატლეტიკოს ერთ-ერთი ლიდერია. იმედია მას არ მოუწევს გუნდის დატოვება. მსგავს სიტუაციაში მეც ვიყავი" - განაცხადა გაბიმ.
დიეგო გოდინი "ატლეტიკოს" ღირსებას 2010 წლიდან იცავს. ამ დროის განმავლობაში ის გუნდის დაცვის ბურჯად იქცა. "ატლეტიკოს" რიგებში ურუგვაელმა 364 მატჩი ჩაატარა და 25 ბურთი გაიტანა.  

სხვა სტატიები