Belive

გაბრიელ ჟეზუსი: "მისურვებენ, რომ რონალდოს მსგავსი გავხდე, მაგრამ ის ძალიან მჯობია"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა გაბრიელ ჟეზუსმა, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, მადრიდის "რეალთან" მიღწეული გამარჯვების შემდეგ, ჟურნალისტებთან ისაუბრა. "ჩვენ ტურნირის ისტორიაში საუკეთესო კლუბი დავამარცხეთ, რაც ძალიან დიდი მიღწევაა.  ჩვენც ადამიანები ვართ და შეცდომებიც შეგვიძლია დავუშვათ, მაგრამ ყოველთვის მჯერა დადებითი შედეგის და გამარჯვების. ეს არის ჩემი ერთ-ერთი ძლიერი მხარე. მოხარული ვარ, რომ მეოთხედფინალში გავედით.  რაც შეეხება უშუალოდ ჩემს თამაშს, ვმუშაობ, რომ გავხდე შესანიშნავი თავდამსხმელი. ხშირად მისურვებენ, რომ გავხდე რონალდოს დონის ფორვარდი, ვფიქრობ ის მე ბევრ სათამაშო კომპონენტში აღმემატება, ამიტომაც, ბევრი უნდა ვიშრომო",- თქვა ბრაზილიის ნაკრების ფორვარდმა. ორინ მატჩის ჯამში, "ქალაქელებმა" "სამეფო კლუბი" - 4:2 დაამრცხეს და 8 საუკეთესო გუნდს შორის ადგილი მოიპოვეს. შემდეგ ეტაპზე, გვარდიოლას გუნდი "ლიონს" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები