Belive

გადაწყვეტილება მიღებულია - წიტაიშვილი საქართველოს ნაკრებში ითამაშებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაშის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც მოგეხსენებათ, "დინამო კიევის" საკუთრებაში მყოფი ახალგაზრდა ფეხბურთელი უკრაინის ასაკობრივი ნაკრებების წევრი იყო. გიორგიმ, რომელიც ისრაელში დაიბადა, უკრაინასთან ერთად 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატიც მოიგო.

“უკრაინული ფეხბურთისთვის არც თუ ისე კარგი ამბავი მაქვს. გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს მოქალაქეობის მიღება და საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა - ასეთი პოზიცია აქვს ფეხბურთელს, რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა გიორგის ბაბუა, რომელიც მას ძალიან უყვარდა. როდესაც "დინამოს" ფეხბურთელი დაკრძალვაზე მივიდა, ნათესავებმა უთხრეს, რომ ბაბუის დიდი სურვილი იყო, წიტაიშვილს საქართველოს ნაკრებში ეთამაშა" - წერს football.ua-ს ჟურნალისტი.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ 20 წლის წიტაიშვილს უკრაინის თითქმის ყველა ასაკობრივ გუნდში აქვს ნათამაშები. ის ახლა "დინამო კიევიდან" "ვორსკლაშია" განათხოვრებული.

სხვა სტატიები