Belive

გადაწყვეტილია: გიორგი მამარდაშვილი ვალენსიაში ითამაშებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიაში" ითამაშებს. ინფორმაცია, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ვრცელდებოდა, Live.ge-ს ინფორმაციით უკვე ოფიციალურია. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ 20 წლის გოლკიპერი ესპანურ კლუბში 1-წლიანი იჯარის წესით ითამაშებს, რის შემდეგაც "ღამურებს" ახალგაზრდა კარის დარაჯის გამოსყიდვის ექსკლუზიური უფლება ექნებათ. მამარდაშვილის კონტრაქტი "დინამო თბილისს" ეკუთვნის. იგი 2020 წლის იანვრის შემდეგ თბილისის "ლოკომოტივშია" განათხოვრებული. სწორედ "რკინიგზელთა" რიგებში, ევროტურნირებზე წარმატებული თამაშის შემდეგ, მათ შორის ლა ლიგის ბინადარ "გრანადასთან", ახალგაზრდა ფეხბურთელმა ევროპელი სკაუტების ყურადღება მიიპყრო.

სხვა სტატიები