Belive

გადაწყვეტილია - გიორგი პაპუნაშვილი ესპანეთში რჩება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გიორგი პაპუნაშვილი "სარაგოსას" არ დატოვებს - ამის შესახებ კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ისაუბრა. რუბენ ბარახას განცხადებით, მას სურს, რომ 25 წლის ქართველი ფეხბურთელის ამბიციები მაქსიმალურად გამოსცადოს. შეგახსენებთ, რომ პაპუნაშვილს ნიდერლანდებში, კვიპროსში, რუსეთსა და საბერძნეთში იჯარით წასვლის შემოთავაზებები ჰქონდა, რომლებიც სწორედ ბარახამ დაბლოკა.
"გვინდა, რომ ვნახოთ გიორგი, როგორია მისი დამოკიდებულება და ამბიცია იმისათვის, რომ აქ ყოფნისთვისა და კლუბში ძირითადი ადგილისთვის იბრძოლოს. ვფიქრობ, ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც თავის გამოჩენა შეუძლია, აუცილებლად უნდა გამოიყენო. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ გრძნობ, რომ ეს შენი ადგილი არ არის, გამოსავალი უნდა მოიძებნოს," - ამბობს რუბენი.
გეტყვით, რომ 45 წლის სპეციალისტი "სარაგოსაში" ცოტა ხნის წინ დაინიშნა. ის შეეცდება, რომ ტარაგონელები ლა ლიგაში დააბრუნოს.  

სხვა სტატიები