Belive

გადაწყვეტილია | ლუკას დინი ასტონ ვილაში ითამაშებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ასტონ ვილა" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას განაგრძობს - ბირმინგემელებმა ლუკას დინის ტრანსფერიც განახორციელეს. ფრანგი მარცხენა მცველი სტივენ ჯერარდის გუნდს 26 მილიონ ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. შეგახსენებთ, რომ ლუკასი 2018 წლიდან "ევერტონში" თამაშობდა. პრემიერ ლიგაში ფრანგი "ბარსელონადან" გადავიდა. ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 28 წლის ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის.

სხვა სტატიები