გადაწყვეტილია – ქეცბაიას ანორთოსისში მორიგი ქართველი ფეხბურთელი მიჰყავს

თემურ ქეცბაიას “ანორთოსისში” კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს.

კვიპროსული მედიის ინფორმაციის თანახმად, კლუბს უახლოეს პერიოდში გიორგი ქვილითაია შეუერთდება.

26 წლის ქართველ თავდამსხმელს “გენტში” რთული ვითარება აქვს. ახალ სეზონში ის განაცხადში ერთხელაც არ ყოფილა.

sport-fm.com.cy-ის ცნობით, ქვილითაიას “ანორთოსისში” ტრანსფერი უშუალოდ ქეცბაიას სურვილია.

სავარაუდოდ, გიორგი კვიპროსზე ორშაბათს ან სამშაბათს ჩავა, რის შემდეგაც კონტრაქტს გააფორმებს და საწვრთნელ პროცესს შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ თავდამსხმელის პოზიციაზე “ანორთოსისში” ნიკა კაჭარავა ირიცხებოდა, თუმცა ის დღეს პოლონურ “ლეხში” გადავიდა.

(1500)

გადაწყვეტილია – ქეცბაიას ანორთოსისში მორიგი ქართველი ფეხბურთელი მიჰყავს

სტატიის ავტორი
-