Belive

გადაწყვეტილია: ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებში რჩება!

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე რჩება. ამის შესახებ ინფორმაციას სფფ ავრცელებს. სლოვაკ სპეციალისტსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის კონტრაქტი მიმდინარე წლის 31 მარტს ამოიწურა, ახლა კი ოფიციალურად დადასტურდა, რომ მხარეებმა ხელშეკრულება წლის ბოლომდე გაახანგრძლივეს. ვაისი "ჯვაროსნების" თავკაცად 2016 წლის მარტში დაინიშნა და მას შემდეგ გუნდს 40 შეხვედრაში უხელმძღვანელა, რაც თემურ ქეცბაიასთან ერთად სარეკორდო მაჩვენებელია. კიდევ ორი გამარჯვება და ვაისს ნაკრებში ყველაზე მეტი მოგება დაუგროვდება. მასთან ერთად, ეროვნულმა გუნდმა ერთა ლიგის D დივიზიონის ჯგუფი მოიგო და ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას 2 შეხვედრა აშორებს. შეგახსენებთ, კორონავირუსის პანდემიის გამო, მარტში გასამართი საპლეი-ოფო შეხვედრები სავარაუდოდ შემოდგომისთვის გადადიდო.

სხვა სტატიები