Belive

გადავა თუ არა რაკიტიჩი ინტერში?

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელმა, ივან რაკიტიჩმა თავის გეგმებზე ისაუბრა. ხორვატი ფეხბურთელის განცხადებით, ის ესპანეთში ბედნიერია და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბლაუგრანას" არ დატოვებს. შეგახსენებთ, რომ 31 წლის ნახევარმცველს "ინტერს" დიდი ხნის განმავლობაში უკავშირებენ. "მილანური გუნდის შესახებ ჭორებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ვიტყვი, რომ ყველა სხვა გუნდს პატივს ვცემ. "ინტერი" ძალიან კარგი გუნდია, მათთან თამაში ჩემპიონთა ლიგაზე მოგვიწია. მე ახლა იქ ვარ, სადაც ყველაზე მეტად მინდა. ჩემი ოჯახი და გოგონები ბარსელონაში თავს კარგად გრძნობენ. კონტრაქტის მიხედვით, კატალონიაში კიდევ 3 წლით უნდა ვითამაშო," - თქვა რაკიტიჩმა.

სხვა სტატიები