Belive

"გაძლება კომენტატორებს," - ლიდსის ფანებს კვარაცხელია მოეწონათ

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
როგორც იცით, ინგლისურ მედიაში დაიწერა, რომ "ლიდსს" კვიჩა კვარაცხელაის შეძენა სურს.
აღნიშნულ ინფორმაციას გამოეხმაურა ინგლისური კლუბის გულშემატკივარი. აღსანიშნავია, რომ მათ ხვიჩა კვარაცხელიას თამაში ძალიან მოეწონათ, ქართულ სახელ-გვარზე კი ბევრი იხუმრეს. "კვარაცხელიას მომენტები Youtube-ზე ვნახე და ორი რამ დავასკვენი: 1. ის კარგი ბიჭია. 2. ინგლისელი კომენტატორები კრის ვუდსა და რობინ კოხს ვერ გამოთქვამენ სწორად, ახლა კი საქმე ცუდად ექნებათ!". "ხვიჩა, უბრალოდ სტივს დაგიძახებთ". "ტვიტები" შევამოწმე და შემიძლია, დარწმუნებით ვთქვა, რომ ის ჩვენი ნახევარდაცვის მომავალია". "თუ "ლიდსი" ხვიჩა კვარაცხელიას მართლა შეიძენს, მითხარით, რომ მას უბრლოდ "განსაკუთრებულ ქეი-ს" დავუძახებთ. ამ ყმაწვილს ტალანტი ნამდვილად აქვს". "მინდა გაძლება ვუსურვო ინგლისელ კომენტატორებს". "სიმღერა არ აქვს, რადგან მისი გვარი ძალიან გრძელია". "ეს ბიჭი ვიცი, ის მსოფლიოში საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია".

სხვა სტატიები