Belive

გაიცანით "იაპონელი მესი", რომელზეც ბარსელონა რეალი და მანჩესტერ სიტი ნადირობენ

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
18 წლის ტალანტური ფორვარდი, ტაკეფუსა კუბო უამრავმა ადამიანმა შერაცხა, როგორც "იაპონელი მესი". ბრწყინვალე ტექნიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, 18 წლის ფორვარდი იაპონიის ეროვნულ ნაკრებში უკვე გამოიძახეს. ტაკეფუსა კუბო ლა მასიას სკოლის აღზრდილია, "ბარსელონას U11 გუნდის მაისურით, მან 30 მატჩში 74 გოლის გატანა შეძლო, რის შემდეგაც  U14  გუნდში დააწინაურეს. აღსანიშნავია, რომ სატრანსფერო პრობლემების გამო, "ბარსელონა" იძულებული გახდა ამომავალი ვარსკვლავი, იაპონიაში დაებრუნებინა.
Untitled
იაპონიის J-ლიგის წლევანდელ სეზონში, ტაკეფუსა კუბომ 6 გოლის გატანა და 4 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. გავლენიანი ესპანური სპორტული გამოცემები MARCA და  AS აღნიშნავენ, რომ მისი შეძენით "ბარსელონა", "რეალი", "პსჟ" და "მანჩესტერ სიტი" ინტერესდებიან.

სხვა სტატიები