Belive

გაკვეთილი ზლატანს - კრიშტიანუ რონალდუს დასაფასებელი საქციელი | ფოტო

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოსა და შვედეთის მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე, მოედანზე ქართველი გულშემატკივარი შეიჭრა, რომელსაც ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ჩახუტება სურდა. ზლატანმა ფანს ხელი ჰკრა, რასაც ბათუმში შეკრებილი პუბლიკის მხრიდან სტვენა მოჰყვა.

მსგავსი ინციდენტი კიდევ ერთ დაპირისპირებაში დაფიქსირდა. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ევროპის ზონის A-ჯგუფის შეხვედრაში, ირლანდია პორტუგალიას დაუპირისპირდა. დუბლინში, "ავივაზე" გამართული მატჩი, ფრედ 0:0 დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, პატარა ირლანდიელი გულშემატკივარი მოედანზე შეიჭრა და კრიშტიანუ რონალდუსთან მიახლოება სცადა. ზლატანისგან განსხვავებით, რომელმაც ქართველ ფანს ხელი ჰკრა, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ბავშვს ჩაეხუტა და მაისური უსახსოვრა.

სხვა სტატიები