Belive

გალათასარაის მთავარ მწვრთნელს კორონავირუსი დაუდგინდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"გალათასარაის" მთავარ მწვრთნელსა და თურქული ფეხბურთის ლეგენდას, ფათიჰ ტერიმს კორონავირუსი დაუდგინდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, ფათიჰ ტერიმის შემდეგ ტესტირება მის ასისტენტებსაც ჩაუტარდათ, რომელთაც კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ. "კორონავირუსზე დღეს ჩატარებული ტესტირების შედეგად დადებითი პასუხი მივიღეთ. საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვიმყოფები. არ ინერვიულოთ, მალე შევხვდებით", - აღნიშნა ფათიჰ ტერიმმა.

სხვა სტატიები