Belive

გალათასარაისა და ტრაბზონსპორის ფეხბურთელებს კორონავირუსი დაუდგინდათ

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"გალათასარაისა" და "ტრაბზონსპორის" პრესსამსახურის თანახმად, გუნდის ფეხბურთელებს კორონავირუსი დაუდგინდათ - ფეხბურთელთა ვინაობა არ საჯაროვდება. ცნობილია, რომ კორონავირუსით "გალათასარაის" 2, ხოლო "ტრაბზონსპორის" კი 1 ფეხბურთელია დაინფიცირებული. როგორც გუნდების ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, ფეხბურთელებს განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა არ ესაჭიროებათ. ისინი იზოლაციაში იმყოფებიან და მათი მკურნალობის პროცესი უკვე დაწყებულია. 14 აგვისტოს მონაცემებით, თურქეთში 245,635 ადამიანია ინფიცირებული, საიდანაც 5,912-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა.    

სხვა სტატიები