Belive

გალტიე ბაიერნთან მატჩზე: ,,პსჟ ორ სისტემას იყენებს, ვმუშაობთ მესამეზეც''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენის'' მთავარმა მწვრთნელმა, კრისტოფ გალტიემ, მიუნხენის ,,ბაიერნთან'' შეხვედრაზე ისაუბრა:

,,ბაიერნი კარგი მეტოქეა, გუნდი, რომელმაც ყველაფერი მოიგო. ვნახოთ, რა მოხდება 3 თვის შემდეგ.

,,პსჟ'' ორ სისტემას იყენებს და ვფიქრობ, ზოგიერთ მატჩში, გარკვეული დონის გუნდებთან, მესამეს გამოყენებასაც დავიწყებთ. სამწვრთნელო შტაბს ახალ ვარიანტზე მუშობას ვთხოვ.

ყველაზე დაბალანსებული მოდელი უნდა ვიპოვოთ, რაც საშუალებას მოგვცემს, ბურთი მალე დავიბრუნოთ. ვნახოთ, შევძლებთ თუ არა უკეთ თამაშს,'' - განაცხადა გალტიემ.

,,პარი სენ ჟერმენსა” და ,,ბაიერნს” შორის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა 14 თებერვალს პარიზში გაიმართება, განმეორებით მატჩს კი 8 მარტს მიუნხენი უმასპინძლებს.

სხვა სტატიები