Belive

გალტიე: ,,მესი ბედნიერია და როცა ბედნიერია, კარგად თამაშობს''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენის'' მთავარმა მწვრთნელმა, კრისტოფ გალტიემ, ,,ნიცასთან'' მოგებული მატჩის შემდეგ, ლეო მესიზე ისაუბრა:

,,ყოველ დილით, როცა მესის ვარჯიშზე ვუყურებ, წარმოუდგენელ სიამოვნებას ვიღებ. ახლა კარგ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია და ძალიან ბედნიერია.

ის ჭეშმარიტად ალტრუისტი ფეხბურთელია, რომელიც თამაშს ხელმძღვანელობს და გოლებს იტანს. შეუძლია თუ არა მსოფლიოში კვლავ საუკეთესო იყოს? დიახ, თუ ამ საოცარ ფორმას ზაფხულამდე შეინარჩუნებს. ლეო შესანიშნავადაა მომზადებული.

მესი ბედნიერია და როცა ბედნიერია, კარგად თამაშობს,'' - გალტიეს სიტყვებს L'Equipe ციტირებს.

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-9 ტურში ,,პარი სენ ჟერმენმა” ,,ნიცას” უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. მატჩში ანგარიში ლეო მესიმ საჯარიმო დარტყმით გახსნა.

მიმდინარე სეზონში მესის ანგარიშზე პარიზული გუნდის მაისურით ჩატარებულ 12 შეხვედრაში 7 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები