Belive

გალტიე: ,,მესის მბაპეს მიმართ უპატივცემულობა არ გამოუხატავს”

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენის’’ მთავარი მწვრთნელი, კრისტოფ გალტიე, არგენტინის ნაკრების ფეხბურთელების მხრიდან კილიან მბაპეს მიმართ შეურაცხმყოფელ ქცევებს გამოეხმაურა:


,,არ ვიცი, რა მოხდა არგენტინაში, მაგრამ ეს მე ნამდვილად არ მეხება. მინდა, აღვნიშნო, რომ მესის მბაპეს მიმართ უპატივცემულობა არ გამოუხატავს. მათ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და კილიანი მარცხის შემდეგ, ღირსეულად მოიქცა.
მან მესის და ლიონელ სკალონის გამარჯვება მიულოცა. ჩემთვის ეს არის მნიშვნელოვანი,’’ - განაცხადა გალტიემ.

მსოფლიო ჩემპიონატის მოგება არგენტინის ნაკრების მეკარემ, ემილიანო მარტინესმა, კილიან მბაპეს გამოსახულებიანი სათამაშოთი აღნიშნა. კადრებში მარტინესთან ერთად მესიც ჩანს, რასაც მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

სხვა სტატიები