Belive

გალტიე: ,,როცა მესი იღიმის, მთელ გუნდს ეღიმება''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,პარი სენ ჟერმენის'' მთავარმა მწვრთნელმა, კრისტოფ გალტიემ, ,,კლერმონთან'' მოგებული მატჩის შემდეგ, გუნდის შემტევზე, ლეო მესიზე ისაუბრა:
,,იაპონიაში მესისა და მცველებს ვესაუბრე, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ ის ყოველთვის კარგად ითამაშებს. მას აქვს ძალიან მკვეთრი, ძალიან მკაფიო ტაქტიკური გრძნობა. ლეო სწრაფად ხედავს თუ სად უნდა დადგეს, ის იმ არეალშია, რომელიც მოსწონს. მას უყვარს მის თანაგუნდელებთან ერთად თამაში. როცა მესი იღიმის, მთელ გუნდს ეღიმება,'' - გალტიეს სიტყვებს L'Equipe ციტირებს.
საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველ ტურში ,,პარი სენ ჟერმენმა'' ,,კლერმონს'' სტუმრად 5:0 მოუგო. შეხვედრაში ლეო მესიმ დუბლი გაიფორმა. გალტიეს გუნდი მომავალ მატჩს 13 აგვისტოს, ,,მონპელიეს'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები