Belive

გალტიე: ,,ვერ ვიტყვი, რომ მბაპეს კლუბში უფრო ნაკლები თავისუფლება აქვს, ვიდრე - ნაკრებში''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენის'' მთავარი მწვრთნელი, კრისტოფ გალტიე, მისი გუნდის თავდამსხმელის, კილიან მბაპეს კომენტარს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში მეტი თავისუფლება აქვს:

,,მხოლოდ იმიტომ, რომ ნაკრებში ჟირუ კილიანს სივრცეებს უთავისუფლებს, ვერ ვიტყვი, რომ მას კლუბში ნაკლები თავისუფლება აქვს. მართალია, ჩვენ გუნდში არ გვყავს ისეთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია, იგივე გააკეთოს, მაგრამ მბაპეს შეუძლია, რომ მესისა და ნეიმარის პასების შემდეგ, ბურთი სხვაგვარად მიიღოს.

კილიანი მართალია, მაგრამ, ფაქტია, რომ ის კლუბსა და ნაკრებში სხვადასხვა სისტემით თამაშობს. ჟირუს მსგავსი თავდამსხემლის მოყვანა გვინდოდა, მაგრამ არ გამოგვივიდა,'' - განაცხადა გალტიემ.

მბაპემ ავსტრიასთან ერთა ლიგის მატჩის შემდეგ თქვა, რომ ოლივიე ჟირუს დახმარებით, რომელიც დაცვაშიც აქტიურია, მეტი თავისუფალი სივრცის ათვისება შეუძლია. მისი თქმით, კლუბში სხვა პოზიციაზე თამაშს სთხოვენ.

მიმდინარე სეზონში კილიანის ანგარიშზე ,,პარი სენ ჟერმენის” მაისურით ჩატარებულ 9 შეხვედრაში 10 გოლია.

სხვა სტატიები