Belive

"გამარჯვება, რომლითაც ვერცერთ მეტოქეს შევაშინებთ, ეს ერთ-ერთი უცუდესი მატჩი იყო" - როგორ გამოეხმაურა შვედური მედია საქართველოსთან მატჩს?

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
მართალია, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი შვედეთის ნაკრებმა წარმატებულად დაიწყო და საქართველოს საკუთარ კედლებში - 1:0 სძლია, თუმცა თამაშის ხარისხი როგორც გუნდის მწვრთნელისთვის, ასევე, მედიისა და გულშემატკივრისთვისაც შემაშფოთებელი აღმოჩნდა. შვედური გამოცემა fotbollskanalen.se სკანდინავიური ქვეყნის ნაკრებს კრიტიკულ სტატიას უძღვნის და მიიჩნევს, რომ ეს იან ანდერსონის თავკაცობის პერიოდში, ერთ-ერთი უსუსტესი მატჩი იყო.
"ზლატანის კარგი თამაშის და კლაასონის გოლის დამსახურებით, შვედეთმა გამარჯვებას მიაღწია, თუმცა, ასეთი თამაში მომავალ მეტოქეებს მშვიდ ძილს ვერ დაუფრთხობს. ასე ვერცერთ მეტოქეს შევაშინებთ. კრიშტოფერ ნორდფელდტმა ბრწყინვალე მოგერიება შემოგვთავაზა, რომ არა ის, შვედეთს ამ საღამოს დავიწყება დროულად მოუწევდა. ეჭვგარეშეა, რომ ეს 90 წუთი, იან ანდერსონის შვედეთის ნაკრების ხელმძღვანელობის პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი იყო და რეალურად, გუნდის მექანიზმის მხოლოდ მცირე დეტალები მუშაობდა. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ბურთების ბალანსს დიდი მნიშვნელობა ენიჭება და საშინაო მატჩში, საქართველოს წინააღმდეგ 1:0 გამარჯვება არ არის დიდებული შედეგი ამ პერსპექტივაში. მეორეს მხრივ, უკეთესმა მეტოქემ არაერთხელ დასაჯა შვედეთი, ამიტომ, დღეს გამარჯვებით მოპოვებული ქულები უნდა დაითვალოთ და ამით ბედნიერი ვიყოთ.  https://www.live.ge/fexburti/shvedethis-nakrebis-mtsvrthneli-dzalian-ukmaqhophilo-var-erth-erthi-qhvelaze-tsudi-matchi-gvqonda/ შვედეთის თავდაცვითი თამაში იმდენად ცუდი კალიბრისა იყო, რომ სტუმარ გუნდს გოლი დროულად უნდა გაეტანა, თუმცა საქართველო ხომ მსოფლიო რეიტინგში 89-ე ადგილზეა. მიუხედავად ამისა, მათი მცველები და ნახევარმცველები სავსე იყვნენ სუსტი ძალისხმევით, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია და შვედეთის ნაკრების მიერ კარის მშრალად შენახვას საფრთხე არ დამუქრებია. რა თქმა უნდა, ერთი ახსნა შეიძლება იყოს იმაში, რომ საქართველო ხშირად თამაშს კეტავდა და უკან იხევდა, თუმცა ეს არ უნდა იყოს სრულფასოვანი მიზეზი. საქმე იმაშია, რომ შვედეთის ნაკრები ძალიან სუსტად გამოიყურებოდა. პასების სიზუსტე იყო ძალიან დაბალი და ეს ხშირად კონტრშეტევით მთავრდებოდა.  რა თქმა უნდა, მოლოდინი ეროვნული გუნდისგან არ არის უჩვეულო და მასზე იმედის დამყარება მინუსს წარმოადგენს, თუმცა ამ 90-მა წუთმა იმედები გაგვიცრუვა. ეს არ იყო ის, რასაც ველოდით. ეს უმეტესწილად იყო - ბრძოლა და საფინალო სასტვენი - შვება, რადგან გავაცნობიერეთ, რომ კარგი შედეგი დადგა, ამაზე ცუდი კი არ შეიძლება ყოფილიყო", - წერს fotbollskanalen.se-ს გამოცდილი ბლოგერი.
მომდევნო, მეორე ტურის მატჩს საქართველოს ეროვნულ გუნდს 28 მარტს, “დინამო არენაზე”, ესპანეთის წინააღმდეგ ელოდება. მატჩზე დასასწრები 15 000 ბილეთი უკვე გაყიდულია, შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა კი საქართველოს პირველი არხის ეთერში იქნება შესაძლებელი.  

სხვა სტატიები