Belive

გამარჯვების გოლის ავტორი: "გოლამდე რამდენიმე წამით ადრე, ზლატანმა მითხრა, რომ ამას გააკეთებდა"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრებთან გამარჯვების (1:0) შემდეგ, 3 ქულის მომტანი ერთადერთი გოლის ავტორმა, ვიქტორ კლაასონმა, ჩვენი გუნდის კარის აღების ეპიზოდზე ისაუბრა.
"გოლამდე რამდენიმე წამით ადრე ზლატანს ვუთხარი, რომ როცა ბურთი მისი მიმართულებით გაიგზავნებოდა, მასთან ახლოს ვიტრიალებდი. მან მითხრა რომ მშვიდად ვყოფილიყავი დარ არ მენერვიულა, რადგან იგი შემამჩნევდა და ზუსტ გადაცემას გამიკეთებდა. ასეც მოხდა და დღეს შვედეთისთვის სასიამოვნო გამარჯვება მოვიპოვეთ", - თქვა "კრასნოდარის" 29 წლის ფორვარდმა.
მომდევნო, მეორე ტურის მატჩს საქართველოს ეროვნულ გუნდს 28 მარტს, “დინამო არენაზე”, ესპანეთის წინააღმდეგ ელოდება. მატჩზე დასასწრები 15 000 ბილეთი უკვე გაყიდულია, შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა კი საქართველოს პირველი არხის ეთერში იქნება შესაძლებელი.

სხვა სტატიები