Belive

გამარჯვების მიუხედავად, მადრიდის რეალმა ბეტისთან სამარცხვინო შედეგი დააფიქსირა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ეროვნულ ჩემპიონატში გამართულ თითოეულ მატჩში, ნებისმიერი გუნდის მთავარი მიზანი 3 ქულის მოპოვებაა, თუმცა მადრიდის "რეალისგან" სანახაობრივ თამაშს შეჩვეული გულშემატკივარი მხოლოდ გამარჯვებით ვერ იქნება კმაყოფილი. მადრიდელებმა "ბეტისთან" გასვლაზე მატჩში ანგარიშით 1:2 მოიგეს, თუმცა გუნდმა 2011 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელიც დააფიქსირა. "ბეტისთან" მატჩში, "სამეფო კლუბის" ბურთის ფლობის მაჩვენებელი სულ რაღაც 26%-ს შეადგენდა. "ბეტისის" ფეხბურთელები მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ, თუმცა "რეალმა" მხოლოდ კლასის ხარჯზე შეძლო გამარჯვების მოპოვება. უკანასკნელად მადრიდელებმა მსგავსი შედეგი 2011 წელს გამართულ "ელ კლასიკოში" დააფიქსირეს - მათი ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელი სულ რაღაც 23%-ს შეადგენდა. გასული წლის ტრიუმფის შემდეგ, გუნდი როგორც ხულენ ლოპეტეგის, ასევე სანტიაგო სოლარის ხელმძღვანელობით არც სანახაობრივ და არც შედეგიან ფეხბურთს არ აჩვენებს. ამ მომენტისთვის, "რეალი" ლიდერ "ბარსელონას" 10 ქულით ჩამორჩება და ესპანურ სპორტულ მედიაში ხშირად ისმის საუბარი "ბერნაბეუზე" ჟოზე მოურინიოს შესაძლო დაბრუნების შესახებ.

სხვა სტატიები