Belive

გამარჯვებულის გარეშე - ბოლო 26 წელიწადში პირველად 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
France Football-მა 2019 წლის "ოქროს ბურთის" 30 ნომინანტის სია გამოაქვეყნა, საინტერესოა, რომ პრესტიჟული ჯილდოს მოქმედი გამარჯვებული ლუკა მოდრიჩი სიაში ვერ მოხვდა. ასეთი რამ ბოლო 26 წელიწადში პირველად მოხდა. 1992 წელს გამარჯვებული ლეგენდარული ჰოლანდიელი თავდამსხმელი მარკო ვან ბასტენი გახდა, მაგრამ მომავალ წელს ნომინირებული არ ყოფილა. წინა სეზონში, მოდრიჩმა მადრიდის "რეალთან" ერთად, ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ხორვატიის ნაკრებთან ერთად კი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა. "ოქროს ბურთს" ფრანგული გამოცემა 1956 წლიდან წლის საუკეთესო ფეხბურთელს გადასცემს, ჯილდოს პირველი გამარჯვებული ინგლისელი სტენლი მეთიუსია. მოდრიჩი "სამეფო კლუბში" 2012 წელს, "ტოტენჰემიდან" 33 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და არაერთი ტიტულის მოგება მოახერხა, მათ შორის 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგის.

სხვა სტატიები