Belive

გამოკვლევის მიხედვით, ყველაზე რთული სიტუაციიდან მარტივ გამოსავალს რონალდუ პოულობს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სპორტულ-ანალიტიკური გამოცემა, SciSports საინტერესო კვლევას გვთავაზობს. კვლევიდან დგინდება, რომ ყველაზე რთული სიტუაციიდან ყველაზე მარტივ გამოსავალს კრიშტიანუ რონალდუ პოულობს. პორტუგალიელს შეუძლია, რომ გამოუვალი მდგომარეობიდან თავისთვის საუკეთესო შედეგი გამოადნოს. მის შემდეგ ყველაზე სწორი გამოსავლის პოვნა "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელს, სერხიო აგუეროს შეუძლია. კვლევის თანახმად, გამოუვალ მდგომარეობაში ყველაზე ცუდად ნეიმარი მოქმედებს. ბრაზილიელს არ აქვს ის უნარი და შესაძლებლობა, რომ რთულ მდგომარეობაში მისთვის სასიკეთო გადაწყვეტილება მიიღოს. ნეიმართან ერთად ასეთია ედენ აზარიც.

სხვა სტატიები