Belive

გამოუშვით მესი! - სმოლინგი მატჩის წინ თავდაჯერებულია

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური მცველი, კრის სმოლინგი, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩის წინ ძალიან თავდაჯერებულია - სმოლინგი ამბობს, რომ მას 5 ოქროს ბურთის მფლობელისა და მიმდინარე სეზონში 43 გოლის გამტანი ლიონელ მესის შეჩერება შეუძლია. "მიმდინარე სეზონში ჩვენ კრიშტიანუ რონალდუსა და კილიან მბაპეს წინააღმდეგ ვითამაშეთ. ასეთი დიდი გამოწვევების მიღება დიდი სიამოვნებაა, ახლა კი წინ მესის წინააღმდეგ თამაში გველოდება. მე ასე ვიტყოდი, გამოუშვით მესი!" აღნიშნა სმოლინგმა. "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის, ოლე გუნარ სოლსკიაერის შეფასებით, კატალონიელთა მხარეს მესის გარდა არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელი ასპარეზობს, რომელთა წინააღმდეგ დიდი სიფრთხილით არის თამაში საჭირო. რაც შეეხება მესის, ისტორიაში იგი ერთ-ერთ საუკეთესო ინდივიდუალისტად შევა. მისი შეჩერება ძალიან რთულია, თუმცა შეუძლებელი არაფერია," აღნიშნა მან.    

სხვა სტატიები