Belive

გამქრალი 100 მილიონი დოლარი | მარადონას საქმეზე მისი მეგობარი მარიანო ისრაელიტი საუბრობს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მარიანო ისრაელიტი დიეგო მარადონას ერთ-ერთ უახლოესი მეგობარი იყო, რომელმაც საკმაოდ დამაინტრიგებელი განცხადებები გააკეთა 100 მილიონი დოლარის შესახებ, რომელსაც სავარაუდოდ ვეღარავინ იპოვის. ისრაელიტი აცხადებს, რომ მარადონამ, მიუხედავად მისი ფინანსური ყოფისა, ვერ მიიღო მისთვის სასურველი პრეპარატი, რაც მისი სიცოცხლისათვის აუცილებელი იყო. მარიანო ასევე აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში მარადონა კარგ პირობებში აღარ ცხოვრობდა.
"ყველამ კარგად იცოდა, რომ მარადონას გულთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, თუმცა ლეგენდარული ფეხბურთელი მედიკამენტებით არ იყო უზრუნველყოფილი"
როდესაც მექსიკიდან დაბრუნდა, მან მითხრა: "არც კი იცი როგორ უკეთ ვგრძნობ დუბაის შემდეგ. ამჟამად 100 მილიონ დოლარზე მეტი მაქვს" ამ სიტყვების შემდეგ ჩემი პასუხი ასეთი იყო: "შენ ხარ მეფე! და ისე უნდა იცხოვრო, როგორც შენნაირი ლეგენდარული ადამიანი იმსახურებს" 
"სიცოცხლის ბოლო პერიოდში მარადონა საკმაოდ ცუდ პირობებში ცხოვრობდა, მას არც კონდიციონერი ჰქონდა და არც გათბობა..." "საქმე იმაშია, რომ დღემდე არავინ იცის თუ სად არის ის 100 მილიონი დოლარი, რომლის არსებობის შესახებაც მარადონამ თავად მიამბო", - აცხადებს მარიანო ისრაელიტი.
   

სხვა სტატიები