Belive

განახლებული ფასები - კვარაცხელიას ღირებულება 2-ჯერ გაიზარდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მას შემდეგ, რაც კორონავირუსით გამოწვეული პაუზა დასრულდა და სხვადასხვა ლიგაში ფეხბურთი განახლდა, Transfermarkt-მა მოთამაშეთა სატრანსფერო ღირებულებების განახლება გადაწყვიტა. ცვლილებები შეეხო ქართველ ფეხბურთელებსაც, უფრო მეტად კი, იმათ, ვინც რუსეთის პრემიერლიგაში თამაშობენ. სამწუხაროდ, კვლავ რეგრესს განიცდის საბა კვირკველია. ქართველი მცველი 1.5 მილიონი ევროთი გაიაფდა და ახლა მისი ფასი 5 მილიონს შეადგენს. იყო დრო, როდესაც საბა "ლოკომოტივში" მუდმივად თამაშობდა და მისი ღირებულება 10 მილიონსაც კი აღწევდა. კვლავ თავის საუკეთესო შედეგს დაუბრუნდა ჯიმი ტაბიძე, რომელმაც ნახევარი მილიონი ევრო მოიმატა და 2,5-ზე ავიდა. ყაზანის "რუბინის" ახალგაზრდა ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა, ტაბიძის მსგავსად ნახევარ მილიონი ევრო მოიმატა და კარანტინამდე დაფიქსირებული შედეგი 2,5 მილიონი დააფიქსირა. რაც შეეხება კვარაცხელიას, ხვიჩამ შთამბეჭდავი პროგრესი განიცადა. 19 წლის ვინგერის ღირებულება 2-ჯერ გაიზარდა და ახლა 4,5 მილიონ ევროს შეადგენს. როგორც ჩანს, კვარაცხელიას რუსეთის პრემიერლიგის ბოლო ტურებში ჩატარებული შესანიშნავი თამაშები დაუფასდა. ახლა ის მე-3 ყველაძე ძვირად შეფასებული ქართველია, გიორგი ჩაკვეტაძესა (6,7) და საბა კვირკველიას (5) შემდეგ.

სხვა სტატიები