Belive

განას ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი გარდაიცვალა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
განას ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელი, ჟუნიორ აგოგო გარდაიცვალა. აგოგო 40 წლის იყო და მას კარიერის დასრულების შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა. მან  კარიერა 2012 წელს დაასრულა, მისი პრობლემები კი 2015 წლიდან დაიწყო. აგოგოს ინსულტი დაემართა და მას მეტყველების უნარი შეეზღუდა. ჟუნიორ აგოგო განას ნაკრების ღირსებას 2006-2009 წლებში თამაშობდა. ამ პერიოდში 27 მატჩი ჩაატარა და 12 ბურთის გატანა შეძლო. რაც შეეხება საკლუბო კარიერას, ის ისეთი გუნდების ღირსებას იცავდა, როგორებიცაა "ნოტინგჰემ ფორესტი", "სან-ხოსე", "ქუინს პარკ რეინჯერსი", "ბრისტოლ როვერსი". კარიერა კი 2012 წელს "ჰიბერნიანში" დაასრულა. ჟუნიორ აგოგო 22 აგვისტოს ლონდონში, 40 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სხვა სტატიები