Belive

განას სამწვრთნელო შტაბის წევრმა ატირებულ სონთან ფოტო გადაიღო

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს F ჯგუფში ძალიან დაძაბული მატჩი ვნახეთ, რომელშიც ერთმანეთს სამხრეთ კორეა და განა დაუპირისპირდნენ. აღმიშნულ შეხვედრაში გამარჯვება აფრიკელებს დარჩათ. განამ მეტოქე 3:2 დაამარცხა.

შეხვედრა "შავი ვარსკვლავის" უპირატესობით დაიწყო, რომლებმაც მეტოქეს ორი გოლი გაუტანეს და კომფორტული უპირატესობით გავიდნენ წინ. თუმცა, სამხრეთ კორეელები დანებებას არ აპირებდნენ. აზიელებმა ანგარიშის გათანაბრება სამ წუთში მოახერხეს. შესვენებიდან დაბრუნებულმა  ჩო გუე სონმა დუბლი შეასრულა და ანგარიში 2:2 გახადა. საბოლოოდ, მატჩის ბედი 22 წლის კუდუსმა გადაწყვიტა, რომელმაც მესამე გადამწყვეტი გოლი გაიტანა და მის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.

ამ მარცხის შემდეგ, სამხრეთ კორეამ ხელიდან კარგი შანსი გუშვა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დაეძლია. ამ ყველაფერმა ფეხბურთელებზე ემოციურად იმოქმედა და აზიელთა ლიდერი სონი ატირდა კიდეც, თუმცა, ამას განას ერთ-ერთი მწვრთნელისთვის ხელი არ შეუშლია, რომ ვარსკვლავთან ფოტო გადაეღო.

შემდეგ შეხვედრაში განა ურუგვაის დაუპირისპირდება, სამხრეთ კორეას კი, პორტუგალიასთან მატჩი ელის. აღნიშნული შეხვედრები 2 დეკემბერს გაიმართება.

სხვა სტატიები