Belive

განგაში ბარსელონაში - ლიონელ მესი ტრავმირებულია

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" კაპიტანი და ლიდერი, ლიონელ მესი ტრავმირებულია. არგენტინელ ფეხბურთელს მარჯვენა ფეხის კუნთი აწუხებს. ჯერჯერობით უცნობია როდის დაუბრუნდება მესი მოედანს, თუმცა აღსანიშნავია ის, რომ კაპიტანი ამერიკის შეერთებული შტატების ტურნეს გამოტოვებს. "ბარსელონა" აშშ-ის ტურნეს 8 აგვისტოს იწყებს. გუნდი მაიამიში, "ჰარდ როკ სთეიდიუმზე" "ნაპოლის" დაუპირისპირდება. მეორე შეხვედრაში კი, რომელიც 11 აგვისტოს გაიმართება, კატალონიელები ისევ ნეაპოლელებს შეხვდებიან. "ლა ლიგა" კი 16 აგვისტოს დაიწყება. პირველ ტურში "ბარსელონა" სტუმრად "ბილბაოს" შეხვედება.

სხვა სტატიები