Belive

განხეთქილება ნაპოლიში? - ანჩელოტი პრესკონფერენციაზე არ გამოცხადა 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგაში, "ზალცბურგთან" საშინაო არენაზე ნათამაშები ფრეს - 1:1 შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარზე უარი თქვა. იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი წერს, რომ გამოცდილმა სპეციალისტმა მსაჯის საფინალო სასტვენისთანავე მოედანი დატოვა და პრესკონფერენციაზე არ გამოცხადდა, გუნდის დანარჩენმა წევრებმაც მესაჭის მაგალითს მიბაძეს. მომხდარს პრესა ანჩელოტისა და ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს შორის მომხდარ კონფლიქტს უკავშირებს. ეს უკანასკნელი გუნდის საქმიანობაში ძალიან ხშირად, თანაც უმიზეზოდ ერევა, რაც 60 წლის იტალიელის გაღიზიანებას იწვევს. გარდა ამისა, გუნდის არაერთი ფეხბურთელი დაუკავშირდა პირად აგენტსა და იურისტს, რათა "ნაპოლისთან" ხელშეკრულება შეაჩეროს. შეგახსენებთ, "ნაპოლის" ყველა ტურნირზე 4-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.

სხვა სტატიები