Belive

განმეორებით მატჩში საბურთალოს გუნდის ლიდერი დააკლდება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი ჩატარდა, სადაც “საბურთალომ” ზაგრების “დინამოს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 0:2 დამარცხდა. მატჩის 42-ე წუთზე სახიფათო თამაშისთვის ყვითელი ბარათი "საბურთალოს" ლიდერმა - გიორგი კოხრეიძემ მიიღო. ამ მიღებული ყვითელი ბარათით გიორგი კოხრეიძე ზაგრების "დინამოსთან" გასამართ განმეორებით მატჩს გამოტოვებს, რადგან ქართველი ფეხბურთელი ტირასპოლის "შერიფთანაც" მატჩის 24-ე წუთზე გააფრთხილეს და დღევანდელ მატჩში მიღებული ყვითელი ბარათით, გიორგი კოხრეიძე დისკვალიფიცირებულია.

სხვა სტატიები