Belive

'განსაკუთრებულის' უნიკალური მიღწევა - ჟოზე მოურინიო ისტორიაში პირველი მწვრთნელია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას ევროპის კონფერენს ლიგის ფინალურ შეხვედრაში, იტალიურმა "რომამ" ნიდერლანდური "ფეიენოორდი" - 1:0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლის გატანა ნიკოლო ძანიოლომ 32-ე წუთზე მოახერხა. როტერდამული კლუბის წინააღმდეგ მიღწეული გამარჯვების შემდეგ, "ჯალოროსის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ უნიკალური მიღწევა დააფიქსირა. საქმე ისაა, რომ "განსაკუთრებულმა" შეძლო და პირველი მწვრთნელი გახდა, რომელმაც სამივე ევროპული ტურნირის მოგება მოახერხა. პორტუგალიელი სპეციალისტი ამ კუთხით ისტორიაში პირველია. 59 წლის მწვრთნელმა ჩემპიონთა ლიგა 2003/04 წლების სეზონში "პორტუსთან" ერთად, ხოლო 2009/10 წლების სეზონში "ინტერის" ხელმძღვანელის რანგში მოიგო. უეფას თასზე წარმატებას მან 2002/03 წლებში "პორტუსთან", ევროპის ლიგაზე კი "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად 2016/17 წლების სეზონში მიაღწია. მოურინიომ ევროპის კონფერენს ლიგის სადებიუტო გათამაშებაში იმარჯვა.

სხვა სტატიები