Belive

გარდაიცვალა ფუტსალის 24 წლის მოთამაშე, დავით ჯინჭარაძე

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, ტრაგიკულად გარდაიცვალა ფუტსალის მოთამაშე, დავით ჯინჭარაძე. იგი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფუტსალის კლუბის წევრი იყო. 24 წლის ფეხბურთელი ჩემპიონატის საუკეთესო მეკარის წოდებას ატარებდა და ნაკრების კანდიდატიც იყო. მომხდარი ტრაგედიის გამო ფუტსალის ლიგის მე-6 ტურის მატჩები 3 დეკემბერს არ გაიმართება. Live.ge უსამძიმრებს დავით ჯინჭარაძის ოჯახის წევრებს, მეგობრებს, მასთან დაახლოებულ თითოეულ ადამიანს და სრულიად საფეხბურთო სამყაროს.