Belive

გარდიანმა მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ფავორიტი დაასახელა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისური გაზეთის The Guardian-ის ვერსიით, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის უმთავრესი ფავორიტი არგენტინის ეროვნულ ნაკრებია.

,,4 წლის წინ, არგენტინა რუსეთიდან სამშობლოში დიდი არეულობით დაბრუნდა. ახლა ისინი საუკეთესო ფორმაში არიან და რა ამბავი იქნება, თუ მესი თავის ბოლო მსოფლიო ჩემპიონატს თასის მოგებით დააგვირგვინებს... სკალონის გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპი წაგების გარეშე ჩაამთავრა, თუმცა მათ კიდევ ერთი მატჩი აქვთ ჩასატარებელი ბრაზილიასთნ, რომელიც შარშან დაამარცხეს და 1993 წლის შემდეგ პირველი კოპა ამერიკა მოიგეს. შეიძლება დასრულდეს 36-წლიანი წარუმატებლობა?'' - წერია სტატიაში.
გარდიანი არგენტინის შემდეგ მუნდიალის მთავარ ფავორიტად ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს ასახელებს, ამავე რეიტინგში კი მესამე ადგილს ესპანეთი იკავებს. გამოცემის აზრით, მსოფლიო ჩემპიონობის ყველაზე ნაკლები შანსი ყატარს, ავსტრალიასა და საუდის არაბეთს აქვთ. მსოფლიო ჩემპიონატის 10 მთავარი ფავორიტი The Guardian-ის ვერსიით:
  1. არგენტინა
  2. ბრაზილია
  3. ესპანეთი
  4. ნიდერლანდები
  5. გერმანია
  6. საფრანგეთი
  7. დანია
  8. ბელგია
  9. პორტუგალია
  10. ინგლისი
ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 21 ნოემბერს დაიწყება და 18 დეკემბერს დასრულდება.

სხვა სტატიები