Belive

გარეთ ბეილის მოულოდნელი საქციელი

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლა ლიგის მე-18 ტურის შეხვედრაში, "რეალი" საკუთარ მოედანზე "რეალ სოსიედადთან" დამარცხდა (0:2). აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია გარეთ ბეილს, რომელიც სამეფო კლუბს ტრავმის გამო ვერ დაეხმარა. აღსანიშნავია, რომ ბეილი საფინალო სასტვენს არ დაელოდა და "სანტიაგო ბერნაბეუ" ნაადრევად დატოვა. მატჩის დასრულებამდე 12 წუთით ადრე, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ბეილი საკუთარ ავტომობილში მჯდომი შენიშნეს. მადრიდის "რეალის" უელსელი ვარსკვლავის მოულოდნელმა საქციელმა "ბლანკოსის" ფანების უკმაყოფილება გამოიწვია. არაერთი საფეხბურთო მიმომხილველის აზრით ბეილისა და "რეალის" გზები თანდათან იყოფა და უელსელი ვარსკვლავი "ბლანკოსს" უახლოეს მომავალში დატოვებს.

სხვა სტატიები