Belive

ოფიციალურად: გარეთ ბეილი ჩინურ კლუბთან 3 წლიან კონტრაქტს აწერს ხელს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უელსის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ერთ ერთი ლიდერი, გარეთ ბეილი ოფიციალურად ტოვებს ესპანურ გრანდს და ჩინეთის ჩემპიონატში იასპარეზებს. ამის შესახებ ინფორმაციას  გავლენიანი საფეხბურთო გამოცემა SportBible ავრცელებს. უელსელი ფეხბურთელი ჩინური კლუბის "ძიანსუ სუნინგის" ღირსებას დაიცავს და კონტრაქტს სულ მალე მოაწერს ხელს. როგორც ზინედინ ზიდანი და Marca იუწყებიან, გარეთ ბეილი ახალ გამოწვევას ჩინეთში მიიღებს და იქ 3 წელს გაატარებს. "ძიანსუ სუნინგს" 1 ლეგიონერი ჰყავს, მათ ასევე რამდენიმე დღის წინ მილანის "ინტერისა" და მადრიდის "ატლეტიკოს" ყოფილი მცველი - მირანდა დაიმატეს. ჩინურ კლუბს კიდევ 2 ლეგიონერის დამატება შეუძლია და ერთ-ერთი სწორედ გარეთ ბეილი იქნება. უელსელი ფეხბურთელი ჩინურ კლუბში 1 წლის განმავლობაში 22 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

სხვა სტატიები