Belive

გარეთ ბეილი და კარიმ ბენზემა ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობენ

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის „რეალის“ ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, ხულენ ლოპეტეგმა მორიგი ვარჯიშისას „კასტილიის“ 11 ფეხბურთელი გუნდთან ერთად ავარჯიშა. აღსანიშნავია, რომ გუნდში არაერთი პრობლემაა - აღდგენით პროცესს გადიან ისკო და კარვახალი, ხოლო ბეილი და ბენზემა კი ცალკე, ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობენ. შეგახსენებთ, რომ გასული 4 მატჩის განმავლობაში „რეალმა“ 1 გოლის გატანაც კი ვერ შეძლო. მომდევნო მატჩს „სამეფო კლუბი“ საკუთარ მოედანზე, „ლევანტეს“ წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები