Belive

გარეთ ბეილი კარიერას ლოს ანჯელესში გააგრძელებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,რეალის'' ყოფილი ფეხბურთელი, გარეთ ბეილი MLS-ში ითამაშებს. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს. წყაროს ცნობით, უელსელი კარიერას ,,ლოს ანჯელესში'' გააგრძელებს. მხარეები 1-წლიან კონტრაქტზე უკვე შეთანხმდნენ და ტრანსფერი ოფიციალურად მალე დადასტურდება. 32 წლის ფეხბურთელი ახალ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. ბეილი ,,რეალში'' 2013 წლიდან თამაშობდა, თუმცა ერთი სეზონი იჯარით ,,ტოტენჰემში'' გაატარა. უელსელმა გასულ სეზონში ,,სამეფო გუნდის'' მაისურით 7 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.


სხვა სტატიები