Belive

გარეთ ბეილი : " ნაკრებში თამაშით უფრო დიდ სიამოვნებას ვიღებ, ვიდრე რეალში "

4 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
მიმდინარე სანაკრებო პაუზის დროს უელსის ნაკრები აზერბაიჯანისა და უნგრეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. რაიან გიგზის გაწვრთნილ ნაკრებს ექვსი თამაშის შემდეგ მხოლოდ 8 ქულა აქვს. ორი მოგება, ორი ფრე და ორი წაგება, რაც საკმარისი არ არის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრად. ხსენებული ორი დაპირისპირება კი უელსისთვის გადამწყვეტი იქნება. სხვადასხვა გამოცემებზე დაყრდნობით მადრიდის "რეალის" შემტევს ტრავმა აღენიშნებოდა და ამ მიზეზით არ იღებდა მონაწილეობას საკლუბო შეხვედრებში. რა გასაკვირიც არ უნდა იყოს უელსელმა სრული დატვირთვით ივარჯიშა და მზად არის დაეხმაროს საკუთარ ნაკრებს წარმატების მიღწევაში. როგორც იცით , ბეილმა უკანასკნელი შეხვედრა სწორედ უელსის ნაკრებში ჩაატარა. 5 ოქტომბრის შემდეგ მას არცერთი წუთი არ გაუტარებია მოედანზე "სამეფო" კლუბის მაისურით.. "The Guardian - თან " საუბრისას ბეილმა ნაკრებში თამაშზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვა  : "მე გაცილებით დიდ სიამოვნებას ვიღებ ნაკრებში თამაშისას , ვიდრე მადრიდის "რეალში" ". "ნაკრებში თამაში , მეგობრებთან ერთად თამაშს ჰგავს. ამ ყველაფერთან ერთად მე მიწევს მშობლიურ ენაზე კომუნიკაცია , რაც თავს უფრო კომფორტულად მაგრძნობინებს, მაგრამ მე პროფესიონალი ვარ და სადაც არ უნდა ვთამაშობდე , ყოველთვის ვცდილობ 100 % -ით დავიხარჯო" მადრიდის "რეალის" ვარსკვლავს ესპანეთში აბსოლუტურად ყველა აკტრიტიკებს, როგორც მედია , ასევე ზინედინ ზიდანიც.
ცნობილია ისიც , რომ ბეილმა ესპანური ენა ჯერ კიდევ ვერ შეისწავლა კარგად და პრობლემები აქვს კომუნიკაციასთან. იგი ასევე არასდროს ეკონტაქტება თანაგუნდელებს ვარჯიშების და თამაშების შემდეგ. გარეთმა კომენტარი გააკეთა უელსის ნაკრებში მის მოულოდნელ თამაშის გადაწყვეტილებაზე : " ესპანური მედიისთვის შეიძლება ეს გასაკვირი ან მიუღებელი იყოს , მაგრამ ეს ყველაფერი დამთხვევაა. მე 1 კვირაა ვვარჯიშობ "სატრენაჟორო" დარბაზში და ტრავმაც ნელ-ნელა მოშუშდა. ისე გამოვიდა , რომ სანაკრებო პაუზისთვის მე სრულ მზადყოფნაში ვარ და შემიძლია თამაში. მერწმუნეთ ეს უბრალოდ დამთხვევაა და თავს არ ვარიდებ მადრიდში თამაშს " განსხვავებით "სამეფო" კლუბისგან , უელსის ნაკრებს ნამდვილად ჭირდება გარეთ ბეილი , რათა უკეთეს შედეგს მიაღწიონ და გავიდნენ მომავალ წელს გასამართ ევროპის ჩემპიონატზე.

სხვა სტატიები