Belive

გარეთ ბეილი ტოტენჰემში ბრუნდება?!

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სატრანსფერო პერიოდი დასკვნით ფაზაში გადადის, რაც იმას გულისხმობს, რომ ამ საკითხით დაინტერესებულ კლუბებს მიზნის მისაღწევად ძალიან ცოტა დრო რჩებათ. ამჟამად, მოვლენების ეპიცენტრში გარეთ ბეილი მოექცა, რომელიც, როგორც ცნობილია სამეფო კლუბს ძალიან მალე დატოვებს, შესაბამისად ასპარეზზე მისი მსურველი სხვადასხვა კლუბები გამოჩნდნენ. სპორტული მედიის ყურადღება მიიპყრო იმ ფაქტმა, რომ შესაძლებელია ბეილი "ტოტენჰემში" დაბრუნდეს, მეტიც Goal.com-ზე შეხვდებით სტატიას, რომლის სათაურიც ასეთია - "ბეილისათვის ბრძოლაში ტოტენჰემი მანჩესტერზე პრიორიტეტულია". გარეთ ბეილის სატრანსფერო ღირებულება ამ ეტაპისათვის უცნობია, თუმცა ცნობილია ის, რომ თავად ფეხბურთელს ძველ კლუბში დაბრუნება სურს და მზადაა ჰარი კეინთან ერთად მრისხანე დუეტი შექმნას.  

სხვა სტატიები