Belive

გარეთ ბეილი ტრავმირებულია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უელსელი ფეხბურთელი ბოლო წლების განმავლობაში ყოველთვის გამოირჩეოდა ტრავმატულობით. ბეილმა სხვადასხვა დროს არაერთი მნიშვნელოვანი დაპირისპირება გამოტოვა ტრავმების გამო. ლა ლიგა სულ მალე განახლდება და მადრიდის "რეალი" "ეიბარს" დაუპირისპირდება. ცნობილი ხდება, რომ გარეთმა ვარჯიშის დროს კუნთი დაიზიანა და ექიმების განცხადებით მის რეაბილიტაციას 7 დან 10 დღემდე დასჭირდება. აქედან გამომდინარე უელსელის "ეიბართან" თამაში გამოირიცხა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ბეილმა მადრიდის რეალის შემადგენლობაში 18 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ 3 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები