Belive

გარეთ ბეილის ბედი გადაწყვეტილია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სატრანსფერო პერიოდის გახსნის შემდეგ საფეხბურთო სამყაროს გულშემატკივრებმა არაერთ საინტერესო კითხვაზე მიიღეს პასუხი. ამჯერად საქმე გარეთ ბეილს ეხება, რომლის საკლუბო კარიერა ბოლოდროინდელი მისი თამაშის ხარისხისა და ასევე უდისციპლინობის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ABC-ის ცნობით მადრიდულმა კლუბმა უელსელი ფეხბურთელის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო - გარეთ ბეილი "რეალს" 2022 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. ზემოთხსენებული წყაროს ცნობით ასევე ცნობილია, რომ "რეალი" ბეილს მისცემს შანსს, რომ აღიდგინოს ძველი რეპუტაცია როგორც კლუბის ასევე მისი გულშემატკივარის თვალში. ცნობისთვის, 30 წლის მარჯვენა გარემარბის პირობითი სატრანსფერო ღირებულება Transfermarkt-ის მონაცემებით 32 მილიონი ევროა, რაც საგრძნობლად ნაკლებია იმასთან შედარებით რა პოტენციალიც ბეილს ჰქონდა.  

სხვა სტატიები