Belive

გარეთ საუთგეიტი ინგლისის ნაკრებთან კონტრაქტს 2022 წლამდე გაახანგრძლივებს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, გარეთ საუთგეიტი ინგლისის საფეხბურთო ასოციაციასთან (FA) კონტრაქტს 2022 წლამდე გაახანგრძლივებს. BBC-ის ცნობით, 48 წლის სპეციალისტის ანაზღაურება 1 მილიონით, 3 მილიონ ფუნტამდე გაიზრდება.
 
საუთგეიტი ინგლისის ნაკრების სათავეში 2016 წლის 30 ნოემბრიდანაა. ამ პერიოდში მან 23 მატჩი ჩაატარა, სადაც გუნდმა 13 გამარჯვება მოიპოვა, 4 ფრე ითამაშა და 6-ჯერ დამარცხდა.

სხვა სტატიები