Belive

გარი ლინეკერმა პელეზე იხუმრა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ინგლისის ნაკრებისა და "ბარსელონას" ყოფილმა მოთამაშემ გარი ლინეკერმა, რომელიც ახლა საფეხბურთო ექსპერტია, ტვიტერზე პელესთან დაკავშირებით სახალისო კომენტარი დაწერა. ლა ლიგის მე-18 ტურში "ბარსელონამ" სტუმრად გრანადა 0:4 დაამარცხა, შეხვედრაში დუბლი გაიფორმა ლეო მესიმ და მიმდინარე სეზონში 11 გოლი დაუგროვდა. გარი ლინეკერმა პელეზე სწორედ მესის მიერ შესრულებული დუბლის შემდეგ იხუმრა. როგორც ცნობილია, მესიმ პელეს რეკორდი დაამხო ერთი გუნდის მაისურით გატანილი გოლების რაოდენობით, თუმცა ბრაზილიელის ყოფილმა გუნდმა, "სანტოსმა" ეს ფაქტი უარყო და აღნიშნა, რომ პელეს ანგარიშზე კიდევ 448 გოლია, რომლებიც მხედველობაში არ იქნა მიღებული. სერია A-ს მე-15 ტურში “იუვენტუსმა” შინ “უდინეზე” 4:1 დაამარცხა. სტუმართა კარში დუბლი შეასრულა კრიშტიანუ რონალდუმ. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა “უდინეზესთან” გატანილი გოლებით პელეს გაასწრო. ოფიციალურ მატჩებში "უდინეზესთან" შეხვედრის შემდეგ კრიშტიანუს ანგარიშზე 758 გოლი მოუგროვდა, ხოლო ბრაზილიელის – 757. პელეს შედეგის გაუმჯობესების შემდეგ ბრაზილიელი ლეგენდის ოფიციალურ ინსტაგრამ გვერდზე გოლების რაოდენობა შეასწორეს. მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონის შემდეგ წერია, რომ 1,283 გოლით  ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი პელეა. ლინეკერის ტვიტიც სწორედ გოლების რაოდენობას ეხებოდა:
"მესიმ ბოლო 2 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა, ახლა ის მხოლოდ 583 გოლით ჩამორჩება პელეს რეკორდს ერთი გუნდის მაისურით გატანილი გოლების რაოდენობით". "თუმცა არა, მოიცადეთ სულ ახლახან აღმოაჩინეს ბრაზილიელის მიერ გატანილი 73 გოლი, რომლებიც მან თოთხმეტწლამდელთა გუნდში გაიტანა. ასე რომ, ჩამორჩენა 656 გოლამდე იზრდება".
თუმცა ლინეკერმა დაამატა, რომ:
"ვიცი, რომ პელე ნამდვილი ლეგენდაა. უბრალოდ ცოტათი გავერთე".

 

სხვა სტატიები